კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის დედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას 25.10.2026 17:44

 

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის დედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბრალდებულთან საკანში ვატო ყიფიანი და სხვა პატიმრები შევიდნენ და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

ბრალდებული გიორგი ფეიქრიშვილი იმყოფება საკანში მარტო და მასზე ხორციელდება 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობა.

პენიტენციურ სამსახურში ასევე აღნიშნეს, რომ ვინაიდან, ასეთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, მიუხედავად არასამუშაო დღის, ბრალდებულის ადვოკატს საშუალებას მისცემენ, რომ შევიდეს პენიტენციურ დაწესებულებაში, მოინახულოს ბრალდებული და დარწმუნდეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ