Deprecated: str_replace(): Passing null to parameter #3 ($subject) of type array|string is deprecated in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/moduls/banner_carusel.php on line 27
Geotimes - სიახლეები
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
რევაზ ნადარაია გიგა ლემონჯავას: ეს თქვენი პოლიტიკური შეფასებები სასამართლოსთვის არ არის რელევანტური. ეთიკურობის ზღვარს გაცდენაა 28.10.2026 18:38

 

ეთიკურობის ზღვარს გაცდენაა, როდესაც ამბობთ, რომ სარჩელს ვიხილავთ, რომელიც უცხო ქვეყნის რაღაც დოქტრინიდან გამომდინარეობს, - ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე „კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენელს გიგა ლემონჯავას, რომელმაც თქვა, რომ „ქართული ოცნების" კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი პასაჟები და შინაარსები არის რუსეთის ფედერაციის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულების, დოქტრინის ანარეკლი.

ნადარაიას თქმით, პოლიტიკური შეფასებები სასამართლოსთვის რელევანტური არ არის.

„ეს თქვენი შეფასება თუ არის პოლიტიკური, თქვენ პოლიტიკოსი ბრძანდებით და ეს შეფასება სადაც გინდათ იქ გააკეთეთ. აქ წარმოდგენილები ბრძანდებით იურისტები, უმეტესობა. ეს ისეთი სარჩელია, რომ პროცესუალურად, არა იურისტსაც შეუძლია მხარე წარმოადგინოს, მაგრამ მე ძირითადად ვსაუბრობ იურისტებისთვის, ვინაიდან აქ ბრძანდებით იურისტები. ვილაპარაკოთ სარჩელთან დაკავშირებით. აბსოლუტურად გასცდით. ეს თქვენი პოლიტიკური შეფასებები სასამართლოსთვის არ არის რელევანტური. ილაპარაკეთ იმაზე, რაც სარჩელთან დაკავშირებით არის რელევანტური. თქვენც ხომ ხედავთ, ყველა ხედავს, რომ როდესაც საქმესთან შემხებლობაშია და მით უმეტეს, ამას იურისტები ხედავენ კარგად, რომ არ გაწყვეტინებთ, მაგრამ როდესაც ყველანაირ ზღვარს სცდებით, მათ შორის, ეთიკურობისაც, კატეგორიულად მიუღებელია. ეთიკურობის ზღვარს გაცდენაა, როდესაც ამბობთ, რომ სარჩელს ვიხილავთ, რომელიც უცხო ქვეყნის რაღაც დოქტრინიდან გამომდინარეობს", - აღნიშნა მან.

 

 

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ