პარასკევი, 30 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 9 ნოემბრიდან გაგრძელდება 30.10.2026 18:04

ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 9 ნოემბრიდან გაგრძელდება. სხდომა 9 ნოემბერს 14:00 საათზე დაიწყება.

 

როგორც დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ განაცხადა, ახსნა-განმარტების ეტაპი უკვე დასრულებულია და სასამართლო შეკითხვების ეტაპზე გადადის.

 

 საკონსტიტუციო სასამართლო 21 ოქტომბრიდან განიხილავს „ქართული ოცნების" კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის", „კოალიცია ცვლილებისთვის", „ძლიერი საქართველო - ლელოს", „ფედერალისტების", „გახარია საქართველოსთვის" საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ