სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2026
GE EN RU
ანა ბუჩუკური – „ოცნება“ აგებს პროცესს საკონსტიტუციოში, მაგრამ პროპაგანდითა და ტყუილებით ცდილობენ, ეს რეალობაც შეცვალონ 10.11.2026 12:13

 

ჩვენი სტრატეგია ძალიან მარტივია, მას ჰქვია სიმართლე, როცა სიმართლე შენ მხარეს არის, ცხოვრება უფრო მარტივია, ყოველ შემთხვევაში, სხდომათა დარბაზში, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის" წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისი თქმით, თუმცა, სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.

„სამწუხაროდ, ვცხოვრობთ იმ რეალობაში, როდესაც არა მხოლოდ სიმართლის გამრუდებას ცდილობს „ოცნება", არამედ მთელი პროპაგანდა აქვს ჩართული, რომ სასამართლო სხდომათა დარბაზში რაც ხდება, იმ რეალობის 100 %-ით შეცვლასაც ცდილობენ. რაც შეეხება მოლოდინებს, მაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო პროცესი ისე წავა, როგორც „ოცნებას" აწყობს. შესაძლოა, კითხვები დააგროვონ და მერე გასცეს პასუხი. ამას, რა თქმა უნდა, პროცესის დაწყებიდან მალევე გავარკვვევთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც სიმართლე არის შენს მხარეს - სიმართლე ერთია. „ოცნება" აგებს ამ პროცესს, მაგრამ პროპაგანდით, ფეიქებით და ტყუილებით ცდილობენ, ეს რეალობაც შეცვალონ", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ