კვირა, 15 ნოემბერი, 2026
GE EN RU
პოლიციამ სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია ოთხი პირი 14.11.2026 11:41

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს.

 

სამართალდამცველებმა სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, მათ შორის სამი პისტოლეტი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 162 ვაზნა და მჭიდები.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ