სამშაბათი, 17 ნოემბერი, 2026
GE EN RU
საქართველომ სასამართლოს გამჭვირვალობით ევროპაში უმაღლესი შეფასება მიიღო, სასამართლოს დამოუკიდებლობით კი, ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის საშუალო ქულაზე მაღალი შეფასება აქვს 17.11.2026 17:43

ევროკავშირის პროგრამა „ჰორიზონტის“ სამეცნიერო კვლევითმა პროექტმა BridgeGap-მა (ხარვეზების შევსება) სასამართლოს გამჭვირვალობის და დამოუკიდებლობის რეიტინგები გამოაქვეყნა. მაჩვენებლები ზომავს, რამდენად არის უზრუნველყოფილი ევროპის ქვეყნებში სასამართლოს გამჭვირვალობა და დამოუკიდებლობა.

სასამართლოს გამჭვირვალობის შეფასების 10 ბალიანი სისტემით საქართველომ უმაღლესი 10 ქულა მიიღო და ევროკავშირის წევრ 17 ქვეყანას გაუთანაბრდა რეიტინგში პირველ პოზიციაზე. რაც შეეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას, შეფასების 10 ბალიანი სისტემით 6 ქულა მოიპოვა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-17 ადგილზე გავიდა.

სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის საშუალო დონეს, დიდი შვიდეულის 1 ; ნატოს, შენგენის ზონის და ევროკავშირის 18 სახელმწიფოს: იტალიას, ესპანეთს, ლიეტუვას, ლატვიას, კვიპროსს, საბერძნეთს, სლოვენიას, სლოვაკეთს, მალტას, ბულგარეთს, უნგრეთს, ალბანეთს, რუმინეთს, მონტენეგროს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, პოლონეთს, ხორვატიას.

BridgeGap არის 4-წლიანი (2024 წლის იანვარი – 2027 წლის დეკემბერი) კვლევითი პროექტი, რომელიც ხორციელდება „ჰორიზონტის“ (Horizon) პროგრამის ფარგლებში. იგი წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული წინა ანტიკორუფციული კვლევითი პროექტის, ANTICORRP-ის გაგრძელებას. ორივე პროექტზე ერთი და იგივე სამეცნიერო ჯგუფი მუშაობს, რომელიც ევროპის სხვადასხვა კვლევით ცენტრს აერთიანებს. პროექტის მთავარი მისიაა ახალი თაობის სამეცნიერო მტკიცებულებების ბაზის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს კორუფციის შეკავებას და გააძლიერებს რეფორმატორებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას ძალაუფლების ბოროტად გამოყენების (პირადი, ჯგუფური თუ ქსელური სარგებლის მიღების მიზნით) პრევენციაში.

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ