25.11.2026 12:13
მამაკაცი, რომელმაც ფონიჭალაში აფეთქების შედეგად მძიმე დამწრობა მიიღო, გარდაიცვალა.
ინფორმაციას დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძემ ადასტურებს.
31 წლის მამაკაცი კლინიკაში აფეთქების დღეს, 19 ნოემბერს 87-პროცენტიანი დამწვრობით შეიყვანეს.
ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ნანგრევებში მოყოლილი ექვსი ადამიანი, მამაკაცი კი, რომელიც დღეს გარდაიცვალა, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.