08.07.2026 17:08
გამოვლინდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2026 წლის შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის კვლევების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტები.
კონკურსის მიზანია ახალი ცოდნის შექმნა, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიული და ექსპერიმენტული შესწავლა-ანალიზი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქვეყანაში შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის შემსწავლელი კვლევების განვითარებასა და სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ და საინფორმაციო-ტექნოლოგიურ პროგრესს;
შავი ზღვის სტრატეგიული კვლევებისა და ინოვაციების დღის წესრიგით (SRIA) გათვალისწინებული მიზნების შესრულება; შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის შემსწავლელი კვლევების განვითარება და განხორციელებული კვლევების შედეგების გავრცელება; სხვადასხვა თაობის მკვლევართა შორის გამოცდილების გაზიარება და ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება; საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის წახალისება; შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის კვლევებში ახალგაზრდა მკვლევართა მოზიდვა; სამეცნიერო შრომების საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში დაბეჭდვის შესაძლებლობის გაზრდა.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შედეგების შესახებ იხილეთ ფონდის ვებგვერდზე
ავტორ(ებ)ი :