გარემოს ეროვნული სააგენტო – ზაფხულში საშუალო ტემპერატურა მცირედით მაღალი იქნება, ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის მატება +39, +42 გრადუსამდე 08.07.2026 18:20

 

საქართველოში საშუალო ტემპერატურა ზაფხულის განმავლობაში მცირედით მაღალი იქნება და ხოლო ნალექი ნორმაზე ნაკლები ან ნორმის ფარგლებში, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს კლიმატის სამმართველოს განყოფილების ხელმძღვანელმა, ხათუნა ქოქოსაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ზაფხულში, ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ჰაერის ტემპერატურის მატება დაბლობსა და ბარში +39, +42 გრადუსამდე, მთიან ზონაში + 37, +40 გრადუსამდე, ხოლო მაღალმთიან ზონაში +33, + 37 გრადუსამდე.

„ზაფხულის პერიოდის განმავლობაში შესაძლებელია ზაფხულისთვის დამახასიათებელი მოვლენები, როგორიცაა: გვალვა, თბური ტალღები, ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ძლიერი ნალექიც", - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს კლიმატის სამმართველოს განყოფილების ხელმძღვანელმა

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ