„სამართალმა ჩვენამდეც მოაღწია...“ - გიორგი კვარაცხელიას დედის კომენტარი შვილის მკვლელობის საქმის გახსნაზე 09.07.2026 14:56

 

2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია და ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალი ორ პირს წარედგინება. გამოძიების ინფორმაციით, წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო, ბრალდებულებმა ახალგაზრდა კაცს საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ესროლეს, რაც 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დამნაშავეების დაკავებასა და საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადება მოკლული გიორგი კვარაცხელიას დედამ, ინგა კვარაცხელიამ გააკეთა.

"სამართალმა ჩვენამდეც მოაღწია. მადლობა საქართველოს პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყველა იმ ადამიანს, ვინც დაგვეხმარა ამ სასტიკი მკვლელობის გახსნაში. დიდი ხანია ამას ველოდებით ოჯახი და იმედი გვაქვს, თორნიკე კაჭარავა, დავით დეკანოსიძე და ყველა ის ადამიანი, ვისაც იოტისოდენა წვლილი მიუძღვის ამ საქმის ჩაფარცხვაში, კანონის მაქსიმალური სასჯელით დაისჯებიან. მიმდინარეობს გამოძიება და იმედი მაქვს, ყველა ის ადამიანი, აბსოლუტურად ყველა, ვისაც იოტისოდენა წვლილი აქვს საქმის ჩაფარცხვაში, მაქსიმალურად იქნება დასჯილი. საერთოდ არ იცნობდა ჩემი შვილი არც კაჭარავას და არც დეკანოსიძეს. დავინახე ყველაფერი - ვარ პირადად თვითმხილველი და შემდეგ სხვა დეტალებზე ვისაუბრებ სასამართლოზე," - განაცხადა ინგა კვარაცხელიამ.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ