კახეთის სახელმწიფო რწმუნებული - თელავში სტიქიით მიყენებული ზიანი საკმაოდ მასშტაბურია - რაც მთავარია, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება 12.07.2026 11:41

 

სტიქიით მიყენებული ზიანი საკმაოდ მასშტაბურია - ძირითადად, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, რომლის პირველადი გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო, - ამის შესახებ კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პლატონ კალმახელიძემ თელავში ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტს შეზღუდვით მიეწოდება ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია, რომელიც დღის განმავლობაში, პერიოდულად, აღდგება.

„სტიქიით მიყენებული ზიანი საკმაოდ მასშტაბურია. რაც მთავარია, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტს შეზღუდვით მიეწოდება ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია, რომელიც დღის განმავლობაში, პერიოდულად, აღდგება. ძირითადად, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, რომლის პირველადი გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. ადგილზე შეფასდება სტიქიის მიერ მიყენებული ზიანი სრულად და დაიწყება აბსოლუტურად აღდგენითი სამუშაოები. რაც შეეხება კოორდინაციას, შეკრებილი იყო საკოორდინაციო საბჭო - ყველა სამინისტრო და უწყებაა მობილიზებული იმისთვის, რომ თელავის მუნიციპალიტეტში რაც შეიძლება მალე აღმოიფხვრას სტიქიით გამოწვეული ზიანი", - განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.

ცნობისთვის, თელავში უხვი ნალექის შედეგად, თელავის ხევი ადიდდა, რის გამოც დატბორილია კავკასიონის და ალაზნის გამზირის ქუჩების ნაწილი. უხვმა ნალექმა ხევის კალაპოტი გაარღვია და წყალი ქუჩებში მიედინებოდა.

დატბორილია კორპუსების პირველი სართულები, კომერციული ფართები, აფთიაქები და მაღაზიები. დაზიანებულია ავტომობილები და ელექტროგადამცემი ხაზები.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ