15.07.2026 09:45
ზუგდიდში ვლაქერნობას ზეიმობენ.
დადიანების ისტორიული სასახლის საცავიდან ღვთისმშობლის წმინდა კვართი გამოაბრძანეს.
სასულიერო პირების და მრევლის მონაწილეობით საზეიმო მსვლელობა მიმდინარეობს.
მომლოცველები მოივლიან ქალაქის მთავარ გამზირს, რის შემდეგაც წმინდა სამოსელს ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში დააბრძანებენ.
დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს ზუგდიდში კათალიკოს პატრიარქს ელოდებიან. შიო მესამე ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს.
„პირველად მომეცა შესაძლებლობა მოვხვედრილიყავი თქვენს სამშობლოში. მოგეხსენებათ მოვემგზავრები წმინდა მიწიდან, გეთსამანიიდან, სადაც არის ის ადგილი, სადაც ღვთისმშობელი მარიამი ზეცად ამაღლდა. მე გახლავართ იმ ადგილის იღუმენი წინამძღვარი, სადაც მოღვაწეობდა ღვთისმშობელი და მისი ბოლო სამყოფელი იქ იყო.
ადგილობრივი მღვდელმთავრის მოწვევით დღევანდელი ჩემი აქ ყოფნა დასტურია თუ რამდენად მიწიერი სასწაულია ის კვართი, რომელიც ღვთისმშობელმა დატოვა გეთსამანიაში. გაუფრთხილდით ამ სიწმინდეს. ღმერთმა დალოცოს ქართველი ხალხი", - აცხადებს იერუსალიმის საპატრიარქოს მიტროპოლიტი-ირინეოპოლეოსი მეუფე იოაკიმე.
ავტორ(ებ)ი :