კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურა- გირჩი ჯაფარიძეს, მანქანა დაეჯახა - მძღოლი იდენტიფიცირებულია 15.07.2026 16:38

 

„კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ზურა- გირჩი ჯაფარიძეს, მანქანა დაეჯახა. როგორც თავად ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, შემთხვევა სკუტერით გადაადგილებისას მოხდა.

„სკუტერზე მანქანა დამეჯახა. კარგად ვარ, მოტეხილობა არ მაქვს, დაჟეჟილობები მხოლოდ, ტვინის შერყევა მაქვს და რაღაცები არ მახსოვს, კლინიკაში ვარ კვლევებზე. პოლიცია მოვიდა, ამოვიღებთ კამერებსო. სად მოხდა, ვინ იყო, იქ რა მოხდა, არაფერი მახსოვს ჯერ. პ. ს. კეთილს და ბოროტს ისევ ვარჩევ", - დაწერა სოციალურ ქსელში ზურა ჯაფარიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. იდენტიფიცირებულია ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი.

პოლიტიკოსს გამოკვლევები კლინიკა „მედიქლაბში" ჩაუტარდა.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები
პოპულარული

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ