მარტვილის კანიონი 10 წლის განმავლობაში 1 704 000-ზე მეტმა ადამიანმა მოინახულა 16.07.2026 14:26

 

10 წლის წინ, 2016 წლის 16 ივლისს მარტვილის კანიონის უნიკალური ბუნების ძეგლი გაიხსნა და მას შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიას წარმოადგენს. ამ 10 წლის განმავლობაში ტერიტორია 1 704 000-ზე მეტმა ადამიანმა მოინახულა, - ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

„2019 წელს მარტვილის კანიონი ევროპის საბჭოს ევროპის ლანდშაფტების კონვენციის ფარგლებში გამართული კონკურსის გამარჯვებული გახდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი უნიკალური ბუნებრივი და ლანდშაფტური
ღირებულების საერთაშორისო აღიარებას.

მარტვილის კანიონი ვიზიტორებს დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს. ქვით მოკირწყლული, 700-მეტრიანი წრიული საფეხმავლო ბილიკი ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და ისტორიული დადიანების რეზიდენციის ტერიტორიას მიუყვება. მარშრუტის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა ნავით გასეირნება მდინარე აბაშის 300-მეტრიან მონაკვეთზე, რომელიც სტუმრებს კანიონის სიღრმეში დამალული ბუნების ახლოდან გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.

ამ 10 წლის განმავლობაში მარტვილის კანიონზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, მოეწყო ტურისტული ინფრასტრუქტურა და სანაოსნო სივრცე, დამონტაჟდა ღამის განათების სისტემა, დაემატა ზიპლაინი და კაფეტერია. მიმდინარე ეტაპზე კი მიმდინარეობს ვირტუალური რეალობის (VR) სისტემის დანერგვა, რაც ვიზიტორთა გამოცდილებას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის. დაგეგმილია ვიზიტორთა ცენტრის განახლება-რეაბილიტაცია.

მარტვილის კანიონი ასევე წარმოადგენს ნათელ მაგალითს, თუ როგორ უწყობს ხელს დაცული ტერიტორიის განვითარება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, კანიონზე ტურიზმი უსაფრთხო და ორგანიზებული გახდა, ხოლო მიმდებარე მიმდებარედ შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, გაიზარდა რესტორნების რიცხვი 1-დან 13-მდე; საოჯახო სასტუმროების რიცხვი 1-დან 200-მდე; აშენდა 15 მაღალი სტანდარტების მქონე სასტუმრო; დაარსდა 7 მარანი, ადმინისტრაციაში შეიქმნა 150 სამუშაო ადგილი, 350 ადამიანი არის თვითდასაქმებულიმარტვილის კანიონის განვითარების ისტორია ნათლად აჩვენებს, რომ ბუნების დაცვა და ეკოტურიზმის განვითარება არა მხოლოდ უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნებას, არამედ რეგიონების მდგრად განვითარებასაც უწყობს ხელს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები
პოპულარული

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ