დედისთვის ძნელია ამის თქმა, მაგრამ ეს მომკვდარიყო და ბავშვი ცოცხალი ყოფილიყო - ვერაზე მომხდარზე დაკავებულის დედა 23.07.2026 20:18

დედისთვის ძალიან ძნელია ამის თქმა, მაგრამ ეს შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ცოცხალი ყოფილიყო , - ამის შესახებ ვერაზე მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებული ნიკა კაპანაძის დედამ, დოდო ოდიშარიამ განაცხადა მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ შვილმა აგრესია მის მიმართაც გამოავლინა - ავეჯს ამტვრევდა. მაშინ მან პოლიციას სთხოვა, იარაღები წაერთმიათ, რადგან მისი შვილი ფსიქიკურად კარგად არ იყო. პოლიციამ იარაღები დროებით წაიღო, თუმცა მოგვიანებით უკან დაუბრუნა.

 

„იარაღი გაფორმებული ჰქონდა. სანამ ფსიქიატრიული პრობლემები ექნებოდა, მანამდე ჰქონდა გაფორმებული. ეს მე პოლიციასაც ვუთხარი, იყო ისეთი შემთხვევა ჩემს მიმართაც დაიწყო ...

ერთთვიანი შემაკავებელი დაუწერეს. კი არ შემხებია, სკამებს ამტვრევდა. მაშინ ვუთხარი პოლიციიას, ეს ვერ არის კარგად და წაიღეთ ეს იარაღებითქო. წაიღეს და უკან დააბრუნეს. 4 წელია იმის მერე. ისე სამი იარაღი აქვს, რომელიც გაფორმებული აქვს ძველი, ხმარებაში ახლა ერთი ჰქონდა. იწვა კლინიკაში თემქაზე, წამალში გერმანიიდან ჩამოჰქოდნათ, 800 ევროს ვიხდიდი. ვერ წარმოვიდგენდი, რომ იმ კაცს მოკლავდა", - განუცხადა "ტვ პირველს" ნიკა კაპანაძის დედამ.

 

22 ივლისს, ვერაზე, შანიძის 31-ში, გვიან ღამით, ნიკა კაპანაძის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი დაიჭრა, ერთი მათგანი - 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.მომხდარზე სამართალდამცავებმა 42 წლის ნიკა კაპანაძე მის კუთვნილ სასტუმროში დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია. ამასთან, მას დედის, დოდო ოდიშარიას მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. ამასთან, დედა კაპანაძის ფსიქიკურ პრობლემებზე საუბრობს. რაც შეეხება მომხდარს, თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა. კერძოდ კი, კაფედან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა ავტომანქანაც დაკავებულის საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა.

 

არსებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულის შემდეგ განახორციელა დაკავებულმა გასროლა."ალფა რომეოს" მარკის ავტომანქანაში მყოფი ოთხი პირიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია სამს მოხვდა, მძღოლი კი არ დაშავებულა. რაც შეეხება მეოთხე დაჭრილს, ის ტაქსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას გასროლილი ტყვია მოხვდა.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ