თბილისის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილია რეგიონების ნაწილშიც 25.07.2026 11:50

თბილისის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

 

ელექტროენერგია დედაქალაქში 08:00 საათისთვის გაითიშა.

 

არსებული ინფორმაციით, ელექტროენერგია ამ დროისათვის არ მიეწოდება რეგიონების ნაწილსაც.

 

ცნობისთვის, თბილისსა და საქართველოს უმეტეს რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად შეწყდა 24 ივლისს, 01:00 საათზეც. ოფიციალური ინფორმაციით, ენერგოსისტემაში განვითარებულმა სასისტემო ავარიულმა გათიშვამ ელექტროენერგიისა და სატელეკომუნიკაციო ქსელების შეფერხება გამოიწვია. სემეკ-მა 24 ივლისის მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ