27 ივლისის 18:00 სთ-დან 28 ივლისის 22:00 სთ-მდე სამტრედიის სატრანსპორტო კვანძზე მოძრაობის დროებითი გადაერთვა დაწესდება 27.07.2026 17:17

 

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო  მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ246-კმ247-ში არსებულ სამტრედიის სატრანსპორტო კვანძში (სენაკი-თბილისის მიმართულებით ამსვლელი პანდუსი), მიმდინარეობს სავალი ნაწილის აღდგენის გადაუდებელი სამუშაოები, რის გამოც 2026 წლის 27 ივლისის 18:00 სთ-დან 28 ივლისის 22:00 სთ-მდე ამსვლელი პანდუსი ჩაიკეტება და სამტრედიიდან თბილისის მიმართულებით სატრანსპორტო ნაკადი იმოძრავებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის და ახალსოფელის სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ