29.07.2026 12:51
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო.
ამ ეტაპზე აბიტურიენტებს საკუთარი ქულების ნახვა შემდეგ საგამოცდო საგნებში შეუძლიათ:
საკუთარი ქულის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge და შესაბამის ველში მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი.
პირად გვერდზე გამოსაცდელს საშუალება აქვს, იხილოს საკუთარი ნაშრომის ასლი და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი" ქულა.
მაქსიმალური და მინიმალური გამსვლელი ქულები საგნების მიხედვით:
NAEC-ის განმარტებით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე ისტორიაში, ზღვრის გადალახვის შესაძლებლობას ინარჩუნებს ის აბიტურიენტიც, რომლის ქულაც გათანაბრების შემდეგ გახდება 15-ზე მეტი.
გადალახა თუ არა აბიტურიენტმა მინიმალური ზღვარი, საბოლოოდ ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც საგამოცდო შედეგების გათანაბრების პროცესი დასრულდება.
ავტორ(ებ)ი :