01.08.2026 19:06
თბილისი-ბათუმის მატარებლით მგზავრობის ხანგრძლივობა შემცირდა - დაემატა ახალი რეისებიც
„საქართველოს რკინიგზის" გადაწყვეტილებით, თბილისი-ბათუმის მიმართულებით მგზავრობის დრო 1 საათითა და 30 წუთით შემცირდა. ამიერიდან დედაქალაქიდან ზღვისპირეთამდე ჩასვლას 4 საათი დასჭირდება.
სამგზავრო გრაფიკის განახლებასთან ერთად დაემატა ახალი რეისებიც, რაც მოგზაურებს გადაადგილებას კიდევ უფრო გაუმარტივებს.
განახლებული განრიგი:
თბილისი ➔ ბათუმი.
00:30 - 04:37;
06:30 - 10:31;
08:05 - 12:06;
10:15 - 14:16;
17:10 - 21:11;
ბათუმი ➔ თბილისი.
00:35 - 04:39;08:00 - 11:58;14:10 - 18:11;16:50 - 20:48;18:30 - 22:28.
ავტორ(ებ)ი :