საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, გომისმთაზე დამატებითი სახანძრო-სამაშველო ძალები განათავსა 02.08.2026 11:43

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, გომისმთაზე დამატებითი სახანძრო-სამაშველო ძალები განათავსა.

შსს-ს ცნობით, მონიტორინგისა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერების მიზნით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა, დრონები და შესაბამისი სპეციალური სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადგილობრივ მოსახლეობასა და დამსვენებლებს მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების წესები, ხოლო დაკვამლიანების ან ხანძრის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ს.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ