ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭკორია გარდაიცვალა 14.08.2026 19:50

ცნობილი ქართველი ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ. 

 

ბადრი ვადაჭკორია დაიბადა 1947 წლის 29 მაისს ლანჩხუთში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება.

 

1971 წლიდან მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტში სპეციალურ კორესპონდენტად. 1998-2002 წლებში იყო საქტელერადიოკორპორაციისა და "ახალი ქართული გაზეთის" საკუთარი კორესპონდენტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. 1994-1998 წლებში მოღვაწეობდა დიპლომატიურ სამსახურში(თურქეთში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი).

არის საერთაშორისო ფოტოკონკურსების მონაწილე და ლაურეატი, 25 ფოტოკრებულის და 6 წიგნის ავტორი. ბადრი ვადაჭკორიას პერსონალური გამოფენები მოეწყო მსოფლოს მრავალ ქალაქში: პარიზში, რომში, ხარკოვში, ვარშავაში, სეულში, ასტანაში, მეხიკოში, ათენში და სხვ.

"ჯორჯიან თაიმსი" მწუხარებას გამოთქვამს ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ