17.08.2026 23:35
მართლმადიდებლური კალენდრის მიხედვით, 18 აგვისტო ფერისცვალების წინადღესასწაულია.
ტაძრებში სრულდება განსაკუთრებული ლოცვები, სადაც იკითხება მომავალი დღესასწაულის სტიქარონები და კანონები.
ტროპარი: ქრისტეს ფერისცვალებასა მივეგებნეთ სურვილით ბრწყინვალედ მედღესასწაულენი, მორწმუნენო, და ვხმობდეთ: მოიწია დღე საღმრთოსა სიხარულისა, რამეთუ აღვალს მთად თაბორად მეუფე, განბრწყინვებად ელვარებითა საღმრთოსა შუენიერებისათა.დიდება მამასა და ძესა და სულსა წმიდასაკონდაკი: დღეს საღმრთოთა ფერისცვალებითა უფლისათა კაცობრივი ბუნებაი საღმრთოდ განბრწინდების და სიხარულით ღაღადებს: იცვალებს ფერსა ქრისტე, მაცხოვარი ყოველთა.აწ და მარადის და უკუნითი და უკუნისამდე. ამინ
ავტორ(ებ)ი :