მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისთვის დამატებითი ამანათების მიღება იწყება 24.08.2026 18:02

 

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის დამატებით ამანათების მიღებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

პრესრელიზის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება 26-27 აგვისტოს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.

„წარმოგიდგენთ იმ კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მიღების უფლებაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამანათის სახით აქვს:

  • ხორცი შემწვარი ან მოხარშული 3 კგ;
  • ქათამი - 1 ცალი მოხარშული და 1 ცალი შემწვარი.
  • ყველი - 2 კგ;
  • ხაჭაპური და ლობიანი 3-3 ცალი;
  • უკრემონამცხვარი
  • კიტრი და პომიდორი 3-3 კგ.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცხელი ხაზის 1500 მეშვეობით.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებელ წარმართვას უზრუნველყოფს ", - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ