Warning: Undefined array key 3 in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/moduls/news.php on line 47

Warning: Undefined array key "png_img" in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/moduls/news.php on line 93

Warning: Undefined array key "allow_comments" in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/moduls/news.php on line 95

Warning: Undefined array key "stream" in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/moduls/news.php on line 96
Geotimes - სიახლეები
7–8 სექტემბერს ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს (GIMF 2026) უმასპინძლებს 25.08.2026 11:23

 

7-8 სექტემბერს ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი (Georgia International Maritime Forum - GIMF 2026) გაიმართება. ღონისძიებასაქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდება.

 

GIMF 2026 საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებაა, რომელიც საქართველოს საზღვაო ქვეყნის სტატუსის განმტკიცებას, „შუა დერეფნის" განვითარების პოტენციალის წარმოჩენასა და რეგიონული სატრანსპორტო კავშირების გლობალურ დონეზე გაძლიერებას ისახავს მიზნად.

 

ღონისძიებას 40-მდე ქვეყნის 400-მდე დელეგატი დაესწრება. GIMF 2026-ში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნების მინისტრები და მაღალი რანგის თანამდებობის პირები, მათ შორის, საზღვაო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები, აგრეთვე სატრანსპორტო - ლოგისტიკური პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციების გენერალური მდივნები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, კერძო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

 

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი 2016 წლიდან იმართება. წელს ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა „შუა დერეფნის" განვითარების შესაძლებლობები, რეგიონული სატრანსპორტო-ლოგისტიკური დაკავშირებადობა, ინოვაციები, მდგრადი საზღვაო ტრანსპორტი, საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერება და სხვა

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

Warning: Undefined variable $popular_news in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/skins/news_popular.php on line 34

Warning: foreach() argument must be of type array|object, null given in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/skins/news_popular.php on line 34

Warning: Undefined variable $video_news in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/skins/news_popular.php on line 55

Warning: foreach() argument must be of type array|object, null given in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/skins/news_popular.php on line 55

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ