Warning: Undefined array key 3 in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/moduls/news.php on line 47

Warning: Undefined array key "png_img" in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/moduls/news.php on line 93

Warning: Undefined array key "allow_comments" in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/moduls/news.php on line 95

Warning: Undefined array key "stream" in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/moduls/news.php on line 96
Geotimes - სიახლეები
მიხეილ ყაველაშვილი: ვულოცავ ყველა სტუდენტს, ახალგაზრდული ენერგია და ხმა, თქვენგან წამოსული ახალი იდეები და ინიციატივები სწრაფად ცვალებად მსოფლიოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს 25.08.2026 12:28

 

ვულოცავ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ყველა სტუდენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ახალგაზრდული ენერგია და ხმა, მათგან წამოსული ახალი იდეები და ინიციატივები სწრაფად ცვალებად მსოფლიოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

„თქვენს ცხოვრებაში ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება - ცოდნის გაღრმავების, პროფესიული განვითარების, საკუთარი პოტენციალის რეალიზებისა და ჰორიზონტზე ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის.

განათლებული, თავისუფლად მოაზროვნე და პასუხისმგებლიანი ახალგაზრდობა ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია. მჯერა, მიღებული ცოდნითა და გაწეული შრომით თითოეული თქვენგანი საკუთარ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წარმატებაში.

ახალგაზრდული ენერგია და ხმა, თქვენგან წამოსული ახალი იდეები და ინიციატივები სწრაფად ცვალებად მსოფლიოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

გისურვებთ საინტერესო სტუდენტურ წლებს, დასახული მიზნების მიღწევასა და ნათელ მომავალს", - წერს მიხეილ ყაველაშვილი.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

Warning: Undefined variable $popular_news in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/skins/news_popular.php on line 34

Warning: foreach() argument must be of type array|object, null given in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/skins/news_popular.php on line 34

Warning: Undefined variable $video_news in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/skins/news_popular.php on line 55

Warning: foreach() argument must be of type array|object, null given in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/skins/news_popular.php on line 55

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ