სამშაბათი, 8 სექტემბერი, 2026
GE EN RU
500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი - თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა 08.09.2026 11:40

თიბისის მობაილბანკში ორთვიანი გემიფიკაციის კამპანია - „საგანძურის მარათონიწარმატებით დასრულდა. თამაშმა ნახევარ მილიონამდე მომხმარებელი გააერთიანა და მობაილბანკის ყოველდღიური გამოყენება სახალისო შეჯიბრებად აქცია.

კამპანიის განმავლობაში, მომხმარებლებს მობაილბანკში სხვადასხვა მარტივი ქმედების შესრულებით მონეტების დაგროვება და ფულადი პრიზების მოგება შეეძლოთ. მოთამაშეები ოთხ საგვარეულოში იყვნენ გადანაწილებული და ფინალში გადასასვლელად გუნდურად აგროვებდნენ ქულებს. საბოლოოდ, ფინალში ხარჯიანების საგვარეულო გადავიდა, რომლის წევრებმაც საბოლოო გამარჯვება მოიპოვეს.

საგანძურის მარათონისმთავარი შედეგები ასეთია:

  • თამაშში 500,000-მდე მომხმარებელი ჩაერთო;
  • 400-მდე მომხმარებელი ფულადი პრიზებით დაჯილდოვდა;
  • მონაწილეებს შორის, ჯამში 250,000 ლარის საპრიზო ფონდი განაწილდა.

საგანძურის მარათონისიდეა მხოლოდ თამაშში გამარჯვებასა და პრიზების მოგებას არ უკავშირდებოდა. მობაილბანკის გუნდისთვის მნიშვნელოვანია, საბანკო სერვისებთან ერთად, მომხმარებლებს განსხვავებული და საინტერესო ციფრული გამოცდილებებიც შესთავაზოს.

სწორედ ამიტომ, მობაილბანკის ყოველდღიურ საბანკო აქტივობებს თამაშის ელემენტები დაემატა - რუტინული მოქმედებები კი, შესაძლებლობად იქცა, რომ მომხმარებლებს მობილბანკით სარგებლობისას ახალი და სახალისო გამოცდილება მიეღოთ.

„საგანძურის მარათონმა“ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ყოველდღიური საბანკო გამოცდილება მხოლოდ ტრანზაქციებსა და სერვისებს არ გულისხმობს. თიბისის მობაილბანკი ამ გამოცდილების გამრავალფეროვნებას მომავალშიც გააგრძელებს -  ახალი შესაძლებლობებით, თამაშის ელემენტებითა და იდეებით, რომლებიც მომხმარებლების ყოველდღიურობას უფრო მარტივსა და საინტერესოს გახდის.Top of Form

Bottom of Form

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ