ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
GE EN RU
გივი მიქანაძემ ბათუმში მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026 გახსნა 17.09.2026 10:22

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, მეცნიერების რეგიონული ფესტივალი გახსნა, რომელსაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

 

სამინისტროს ინფორმაციით, გივი მიქანაძესა და ზურაბ პატარაძეს ფესტივალზე წარმოდგენილი საგამოფენო სივრცე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ დაათვალიერებინა.

 

ფესტივალის ფარგლებში არაერთი საინტერესო აქტივობა - ინტერაქციული ექსპერიმენტები, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პრეზენტაციები, მეცნიერებთან თემატური შეხვედრები გაიმართა. ასევე ჩატარდა CERN-ის STEM მასტერკლასები სკოლის მოსწავლეებისთვის.

 

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და Horizon Europe-ის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ძირითად მიმართულებებს.

 

ფესტივალის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.

 

2026 წლის ფესტივალის მთავარი გზავნილია „მეცნიერება საქართველოს რეგიონების განვითარებისთვის". პროექტი ქვეყნის მასშტაბით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით იმართება.

 

ფესტივალის მიზანს წარმოადგენს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პოპულარიზაციის ხელშეწყობა; სამეცნიერო
საქმიანობაში ახალგაზრდების ინტერესისა და ჩართულობის ზრდა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში მეცნიერების როლის წარმოჩენა.

 

ფესტივალი ქმნის მეცნიერების, განათლებისა და ინოვაციების ერთიან, ინტერაქციულ სივრცეს, რომელიც აერთიანებს მეცნიერებს, მკვლევრებს, სტუდენტებს, მოსწავლეებს, უნივერსიტეტებსა და კვლევით ორგანიზაციებს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ