შაბათი, 26 სექტემბერი, 2026
GE EN RU
კათოლიკოს-პატრიარქი ნანული გუგუნავა-დუმბაძის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს 25.09.2026 23:03

 

საქართველოს საპატრიარქო, ნანული გუგუნავა-დუმბაძის გარდაცვალების გამო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს.

"ქალბატონი ნანული გუგუნავა-დუმბაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

მიიღეთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი და თანაგრძნობა ქალბატონი ნანულის გარდაცვალების გამო.

მზრუნველი, სათნო და კეთილშობილი ადამიანი შეუერთდა მარადისობას. იგი მუდამ ერთგულად ედგა მხარში სახელოვან მეუღლეს, ბატონ ნოდარ დუმბაძეს. მათი სიყვარული მწერლის შემოქმედების მასაზრდოებელ წყაროდ იქცა.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ქალბატონი ნანულის უკვდავი სული, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ მშვიდობა, მისთვის ლოცვის ძალა და რწმენა მარადიული ცხოვრებისა," - ვკითხულობთ სამძიმრის წერილში. 

 

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ