შაბათი, 26 სექტემბერი, 2026
GE EN RU
ლევან მეხუზლა: რეგულაცია მანიფესტი არ არის, გამოაქვეყნებ და აბა უნდა შეასრულო, ხალხთან კონსულტაცია უნდა გაიარონ 26.09.2026 21:13

 

რეგულაცია მანიფესტი არ არის, გამოაქვეყნებ და აბა უნდა შეასრულო, ხალხთან კონსულტაცია უნდა გაიარონ, გლეხებთან უნდა ისაუბრონ, სირცხვილია უბრალოდ, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი" თელავიდან ჩართვისას მევენახე გოგი კაკაბაძემ.

მისი თქმით, მევენახეს 1 კგ ყურძნის მოყვანა 80 თეთრიდან 1 ლარამდე უჯდება.

„ადამიანს, რომელსაც 80 თეთრიდან 1 ლარამდე უჯდება 1 კგ ყურძნის მოყვანა, როგორ უნდა შესთავაზო 30 თეთრი, 20 თეთრი რომ დაამატეს მაგით რა გააკეთეს", - განაცხადა გოგი კაკაბაძემ.

მევენახის ამ განცხადებას ღვინის ეროვნილი სააგენტოს თავმჯდომარემ უპასუხა, რომლის თქმითაც, ფასთან დაკავშირებით სახელმწიფოს გადაწყვეტილება მიმართული იყო იმისკენ, რომ ფერმერს უფრო ხარისხიანი ყურძენის წარმოების მოტივაცია ჰქონდეს.

„30 თეთრზე როცა ვსაუბრობთ, ფაქტია რომ 16-ზე ქვევით შაქრიანობის ყურძენს ყურძენიც შეიძლება [ვერ დაერქვას]... მეღვინეები დამეთანხმებიან, უბრალოდ არ მიიღებენ ამ ყურძენს. ამ კატეგორიას ჰქონდა ფასი 30 თეთრი. დღევანდელი მდგომარეობით წელს რთველში ამგვარი ყურძენი არის მხოლოდ 0,5%. განუწყვეტლივ მესმის სპეკულაცია, რომ სახელმწიფო იბარებს 30 თეთრად, ლაპარაკია არა ყურძენზე, არამედ მკვახე პროდუქტზე, გაუგებარია რატომ უნდა დაფასდეს აღნიშნული პროდუქტი მეტად", - განაცხადა ლევან მეხუზლამ.

 

 

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ