შაბათი, 26 სექტემბერი, 2026
GE EN RU
მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის... - ბუდუ ზივზივაძე ვილი სანიოლს მიმართავს 26.09.2026 21:56

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ფეხბურთელი ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძე ვილი სა­ნი­ოლს ემო­ცი­უ­რი პოს­ტით ემ­შვი­დო­ბე­ბა.

"მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის, რაც ამ ექ­ვსი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თად გა­მო­ვი­ა­რეთ. ეს იყო სა­ო­ცა­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა. მად­ლო­ბა, რომ მო­მე­ცით შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მა­ი­სუ­რით თა­მა­ში­სას არა­ერ­თხელ გა­მე­ხა­რე­ბი­ნა ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი.

თქვენ გაგ­ვიყ­ვა­ნეთ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, რა­ზეც ქარ­თვე­ლე­ბი ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვოც­ნე­ბობ­დით. ამის გამო თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლი, ჩემი ჩათ­ვლით, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა თქვე­ნი მად­ლი­ე­რი იქ­ნე­ბა. კი­დევ ერთხელ დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის, თქვენ და თქვენს ოჯახს მო­მა­ვალ­ში მხო­ლოდ წარ­მა­ტე­ბა­სა და ბედ­ნი­ე­რე­ბას გი­სურ­ვებთ," - და­წე­რა ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ვილი სანიოლს ემოციური პოსტით ხვიჩა კვარაცხელიაც გამოემშვიდობა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ვილი სა­ნი­ოლ­მა ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის პოს­ტი და­ტო­ვა. ფრანგ სპე­ცი­ა­ლისტს რე­ვაზ სვა­ნა­ძე შეც­ვლის.

 

 

 

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ