28.09.2026 19:58
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩს თბილისში, „დინამო არენაზე" უკრაინასთან გამართავს - შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველო რადიო შემოგთავაზებთ.
უკრაინასთან მატჩი „ჯვაროსნების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სადებიუტო იქნება რამაზ სვანაძისთვის, რომელმაც ამ თანამდებობაზე ვილი სანიოლი შეცვალა.
სვანაძემ უკრაინასთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა:
მამარდაშვილი, კაკაბაძე, დვალი, ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე, წიტაიშვილი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.