სამშაბათი, 29 სექტემბერი, 2026
GE EN RU
„ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი“ - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს 29.09.2026 00:33

 

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს:

„28 სექტემბრის დღის ბოლოდან 1 ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთის უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)", - ნათქვამია განცხადებაში. 

 

 

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ