ხუთშაბათი, 8 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
რუსთაველის ფონდისა და ევროკავშირის ერთობლივი საგრანტო კონკურსი "ლურჯი ეკონომიკის" განვითარებისთვის გამოცხადდა 07.10.2026 09:00

გამოცხადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ევროკავშირის პარტნიორობის „მდგრადი ლურჯი ეკონომიკის განვითარების" 2026 წლის ერთობლივი ტრანსნაციონალური სამეცნიერო საგრანტო კონკურსი - „მდგრადი და ინოვაციური ლურჯი ეკონომიკის განვითარება: ციფრული შესაძლებლობების ათვისება და მედეგობის გაძლიერება"


კონკურსის მიზანია:

ა) საქართველოს სამეცნიერო წრეების ერთიან ევროპულ სივრცეში ჩართვა და ევროკავშირის ლურჯი ეკონომიკის პრიორიტეტების ჰარმონიზაციის გზით, უცხოელ

პარტნიორებთან კვლევისა და ინოვაციის მიმართულებით

თანამშრომლობის გაძლიერება და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა;

 

ბ) რეგენერაციულ, მდგრად, ლურჯ ეკონომიკაზე გადასვლის წარმართვა და მხარდაჭერა;

 

გ) 2030 წლისთვის კლიმატურად ნეიტრალური, მდგრადი, პროდუქტიული და კონკურენტუნარიანი ლურჯი ეკონომიკის ტრანსფორმაციის გაძლიერება;

 

დ) ჯანსაღი ოკეანეების/ზღვებისთვის ზრუნვა და ადამიანების სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნა, გაძლიერება და შენარჩუნება;

 

ე) მდგრადი კვლევებისა და ინოვაციების დღის წესრიგით (SRIA) გათვალისწინებული მიზნების შესრულება;

 

ვ) შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის შემსწავლელი კვლევების განვითარება და განხორციელებული კვლევების შედეგების გავრცელება (დისემინაცია).

 

კონკურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია გთხოვთ, იხილოთ რუსთაველის ფონდის ვებგვერდზე: 

https://shorturl.at/e4HWr

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ