სამშაბათი, 13 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ირაკლი კობახიძე საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს შეხვდა 13.10.2026 18:24

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში იმყოფებიან.

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა საეკლესიო დელეგაციების ხელმძღვანელებს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა სიმპოზიუმში მათი მონაწილეობის მნიშვნელობას.

 

„ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებულ როლზე ქვეყანაში სულიერი ღირებულებების შენარჩუნებისა და განმტკიცების საქმეში. ამ კონტექსტში განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მრავალწლიანი ღვაწლი

 

შეხვედრას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე ესწრებოდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

ასევე დაგაინტერესებთ