14.10.2026 16:56
ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ალერტკარში შეიარაღებული პირი როგავების ოჯახს თავს დაესხა და ახალგაზრდა 35 წლამდე ქალი დაჭრა.
დაჭრილი ქალი რამდენიმე ჟურნალისტს თავად დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ სადილობის დროს მას და მამამისს თავს დაესხა თოფით შეიარაღებული პირი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.
როგორც დაზარალებული ამბობს, კაცმა ჯერ მამის მისამართით გაისროლა, ხოლო შემდეგ დანით ჭრილობა მას მიაყენა.
„ჯერ მამაჩემის მისამართით გაისროლა, თოფის წართმევა მოვახერხე და გადავუგდე, დანა ამოიღო და დამარტყა, მერე კი გაიქცა. დაჭრილი ვარ, სასწრაფო დახმარების მანქანიდან გირეკავთ", - განაცხადა ზემი როგავამ.
შემთხვევის დროს სახლში მისი მცირეწლოვანი შვილიც იმყოფებოდა.
სამეგრელოში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.