25.10.2026 10:53
ყაზახეთში საქართველოს ელჩი ქვეყნის პრეზიდენტმა საიუბილეო მედლით დააჯილდოვა. ინფორმაციას საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომარტ ტოკაევის განკარგულებით, ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ლევან დიასამიძე დაჯილდოვდა საიუბილეო მედლით", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.