სამშაბათი, 27 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
„დინამო არენაზე“ ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელების ვარსკვლავები გაიხსნება 27.10.2026 14:51

 

„დინამო არენაზე" ლეგენდარული ქართველი კაპიტნების ვარსკვლავები გაიხსნება, - ამის შესახებ ინფორმაციას უეფა-ს მედია-ოფიცერი მამუკა კვარაცხელია ავრცელებს.

მადლობა სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძეს, დათო ოქიტაშვილს და ლექსო საგანელიძეს. მათი თანადგომით „დინამო არენაზე" ბორის პაიჭაძის ძეგლის წინ სამი ლეგენდარული ქართველი კაპიტნის, მურთაზ ხურცილავას, მანუჩარ მაჩაიძის და ალექსანდრე ჩივაძის ვარსკვლავები გაიხსნება. ვარსკვლავების შემდეგ, თბილისის „დინამოსა" და „იბერიას" მატჩია, ვინ იცის, იქნება საჩემპიონოც", - ამბობს მამუკა კვარაცხელია.

ვარსკვლავების გახსნა „დინამო არენაზე" ბორის პაიჭაძის ძეგლის წინ 31 ოქტომბერს 17:00 საათზე დაიგეგმა. 19:00 საათზე კი თბილისის „დინამოსა" და „იბერიას" მატჩი დაიწყება, რომლის შედეგიც საჩემპიონო ბრძოლაზე გავლენას მოახდენს.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ