სამშაბათი, 27 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
თამარ იოსელიანი: თბილისი ცენტრალი რეგიონულ კვანძს წარმოადგენს და მისი განახლება უმნიშვნელოვანესია 27.10.2026 16:14

„თბილისი ცენტრალის რეაბილიტაცია საქართველოს რკინიგზის მასშტაბური განახლების პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.

 

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე განახლების პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ რკინიგზის სადგურების რეაბილიტაციაა.

 

„ჩვენი მიზანია, განვაახლოთ არამხოლოდ სარკინიგზო ინფრასტრუქტურა და მოძრავი შემადგენლობები, არამედ ქვეყნის მასშტაბით განახლდეს სრულად სადგურები და შევძლოთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს და მგზავრებს შევთავაზოთ კომფორტული და ხარისხიანი სერვისები", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

 

თამარ იოსელიანი  აღნიშნავს, რომ თბილისი ცენტრალი  რეგიონულ კვანძს წარმოადგენს და შესაბამისად, მისი განახლება უმნიშვნელოვანესია, რადგან სადგური ყოველდღიურად ძალიან ბევრ მგზავრს მასპინძლობს.

 

„აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩვენი მიზანია - საქართველოს რკინიგზაში განხორციელებული ყველა ინვესტიცია იგრძნონ ჩვენმა მოქალაქეებმა და შევძლოთ, მგზავრებს თუ მოქალაქეებს შევთავაზოთ კომფორტული, ხარისხიანი და შესაბამისად, მგზავრზე ორიენტირებული სერვისები", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

 

თბილისი ცენტრალის რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, სრულად განახლდება პირველი, მეორე და მესამე ბაქანი, საფეხმავლო კიბის ნაცვლად  ოთხი ახალი ესკალატორის დამონტაჟდება. ასევე განახლდება მგზავრების მოსაცდელი კუთხეები და სხვა. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 7 მლნ ლარია, სამუშაოები 2027 წლის შემოდგომაზე დასრულება.

 

 

ბოლო სიახლეები
ვლადიმერ პუტინი – მოსკოვი მსოფლიო გაზის ბაზრის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის სამიტის პლენარული სხდომა გახსნა. რუსული მედიის ცნობით, პუტინმა არამეგობრული სახელმწიფოები გააფრთხილა, რომ მსოფლიო გაზის ბაზრის მონაწილეთა სიიდან რუსეთის გამორიცხვის ნებისმიერ მცდელობას სერიოზული შედეგები მოჰყვება. „იცით, რუსეთში ასეთი ანდაზა გვაქვს: „სხვისთვის ორმოს ნუ გათხრი, თორემ იქ თავად ჩავარდები“. ჩემი აზრით, სწორედ ეს მოხდა დღეს ევროკავშირის ქვეყნებში“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოსკოვი მსოფლიო გაზის ბაზრის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა. მისი თქმით, ბუნებრივი აირის მარაგების მოცულობით რუსეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ხოლო მოპოვებით – მეორეზე. ამასთან, პუტინის განცხადებით, რუსეთი საზღვარგარეთ გაზის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ვალდებულებას პასუხისმგებლობით ასრულებს, ევროპა კი რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმით, საკუთარ სამრეწველო სექტორს დარტყმას თავად აყენებს. „ჩვენ შევქმენით უნიკალური საწარმოო კომპლექსი, რომელიც გაზის მიწოდების დივერსიფიკაციის, მისი გადამუშავებისა და გაზქიმიური მრეწველობის განვითარების საშუალებას გვაძლევს. ამ მძლავრ რესურსულ, სამეცნიერო და სამრეწველო ბაზას ეროვნული ეკონომიკის ზრდისთვის ვიყენებთ. ამავდროულად, საზღვარგარეთ გაზის პასუხისმგებლიანი მიმწოდებელი და საიმედო, პროგნოზირებადი პარტნიორი ვართ“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა. მისი თქმით, მსოფლიო გაზის სექტორი ამჟამად სერიოზულ რყევებს განიცდის. თუმცა, გაზის ფასები შესაძლოა, ისევე მკვეთრად შემცირდეს, როგორც გაიზარდა. რუსეთის პრეზიდენტმა მთავარ პრობლემად მიწოდების შეფერხება დაასახელა, რადგან, მისი თქმით, ბაზარს მიწოდების დიდი მოცულობები გამოაკლდა. როგორც პუტინმა განაცხადა, მსოფლიოში გაზზე მოთხოვნა კვლავ გაიზრდება და აუცილებელია მისი მიწოდების მოცულობის გაზრდა. „დღეს მთავარი პრობლემა გაზის მიწოდების შეფერხებაა. მოკლე დროში ბაზარს მიწოდების დიდი მოცულობები გამოაკლდა. ამასთან, მოთხოვნა არსად გამქრალა. ამიტომ აუცილებელია სატრანსპორტო მარშრუტების ოპტიმიზაციის შემუშავება, ფორუმში მონაწილე ქვეყნების გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, მათ შორის, ამ ქვეყნებს შორის ურთიერთოპერაციების განხორციელების გზით, ანუ ჩვენს შორის“, – განაცხადა პუტინმა.

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ