27.10.2026 19:08
"ხვიჩა კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა", - ამის შესახებ "პარი სენ-ჟერმენის" ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
"ხვიჩა კვარაცხელიას მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგის გაწყვეტის გამო ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. ქირურგიული ჩარევა კატარის დედაქალაქ დოჰაში, ASPETAR-ის კლინიკაში განხორციელდა. ფეხბურთელი ახლა რეაბილიტაციის პროცესს დაიწყებს", - აღნიშნულია განცხადებაში.