ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის ფარგლებში ჰანს კლუგეს მიწვევით გამართულ შეხვედრას დაესწრო 28.10.2026 09:14

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე კოპენჰაგენში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიაში მონაწილეობს.

 

მინისტრი, დანიის სამეფოში საქართველოს ელჩთან, ნატა მენაბდესთან ერთად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის, ჰანს კლუგეს მიწვევით გამართულ შეხვედრას დაესწრო.

 

მხარეებმა განიხილეს ჯანდაცვის სფეროში არსებული გამოწვევები, ჯანდაცვის სისტემების განვითარების პრიორიტეტები და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა. ყურადღება გამახვილდა გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი ძალისხმევის როლზე მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების მიმართულებით.

 

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ