ხუთშაბათი, 12 ნოემბერი, 2026
GE EN RU
გივი მიქანაძემ ლანჭოუს უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა და ქართველ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა 12.11.2026 12:38

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ლანჭოუს უნივერსიტეტში (Lanzhou University - LZU) საჯარო ლექცია წაიკითხა და ქართველ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.

 

მინისტრმა საქართველოსა და ჩინეთს შორის მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს განათლების სისტემის თავისებურებებს და საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებსაც საქართველო ჩინურ მხარესთან ერთად ახორციელებს.

 

ლექცია კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე კითხვები დაესვათ და საქართველოს შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.

 

ლექციის შემდეგ გივი მიქანაძე ქართველ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ლანჭოუს უნივერსიტეტში სწავლობენ. მინისტრმა სტუდენტებისგან ინფორმაცია მიიღო სასწავლო გარემოს, აკადემიური პროცესისა და უნივერსიტეტში არსებული შესაძლებლობების შესახებ, ასევე გაეცნო მათ გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს.

 

უნივერსიტეტში ვიზიტისას გივი მიქანაძემ თანამედროვე ინფრასტრუქტურა და კვლევითი ცენტრები დაათვალიერა. კერძოდ, მინისტრი ეწვია ლანჭოუს უნივერსიტეტის პირველი საავადმყოფოს სამედიცინო შემოწმების ცენტრს, სამეცნიერო სადამკვირვებლო სადგურების მართვის ცენტრს, იშვიათი იზოტოპების სასაზღვრო მეცნიერებათა ცენტრსა და ჩინეთის განათლების სამინისტროს კვანტური თეორიისა და გამოყენების მთავარ ლაბორატორიას.

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ