პარასკევი, 20 ნოემბერი, 2026
GE EN RU
სამი წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მაშველებმა ფონიჭალაში ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, დამაკმაყოფილებელია 19.11.2026 18:55

ინგოროყვას კლინიკის ექიმის ინფორმაციით, სამი წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მაშველებმა ფონიჭალაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, დამაკმაყოფილებელია.

 

ექიმის ცნობით, ჩატარებული კომპიუტერულ-ტომოგრაფიული მონაცემებით, სამი წლის გოგონას რაიმე მწვავე ტრავმული დაზიანება არ გამოუვლინდა.

 

ასევე, ექიმის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან ინგოროყვას კლინიკაში შეყვანილია კიდევ ორი ადამიანი, დედა-შვილი, რომელთა მდგომარეობაც ასევე დამაკმაყოფილებელია.

 

„ინგოროყვას კლინიკაში შემთხვევის ადგილიდან შემოსული სამი პაციენტი. ამ ეტაპზე დედა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა ბინაზე, რაც შეეხება 11 წლის ბიჭს, მიდი მდგომარეობა შედარებით დამაკმაყოფილებელია, თუმცა განაგრძობს მკურნალობას ინტენსიურ განყოფილებაში. ერთი საათის წინ შემოვიდა სამი წლის გოგონა, რომლის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. ჩატარებული კომპიუტერულ-ტომოგრაფიული მონაცემებით რაიმე მწვავე ტრავმული დაზიანება არ გამოვლინდა", - განაცხადა ექიმმა.

 

დღეს დილით ფონიჭალაში გაზის აფეთქებამ საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა გამოიწვია. ამ დროის მონაცემებებით, ნანგრევებიდან ერთი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს, ორი გარდაცვლილი, ხოლო ოთხი პირის მიმართ სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს.

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ