პარასკევი, 20 ნოემბერი, 2026
GE EN RU
ფონიჭალაში მაშველებმა კორპუსის ნანგრევებიდან მეოთხე ცხედარი ამოასვენეს 19.11.2026 20:14

ფონიჭალაში მაშველებმა კორპუსის ნანგრევებიდან მეოთხე ცხედარი ამოასვენეს.

 

ამ დროისთვის ნანგრევებიდან ამოსვენებულია ოთხი ცხედარი - სამი ქალისა და ერთი ბავშვის.

ერთი არასრულწლოვანი გოგონა კი მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს.

ფონიჭალაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია უკვე 10 საათია მიმდინარეობს. მაშველები კორპუსის ნანგრევებში კიდევ 2 ადამიანს ეძებენ.

აფეთქება ფონიჭალაში, ერთ-ერთ კორპუსში დილით მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანი კლინიკებშია გადაყვანილი.

მეხუთე სართულზე მცხოვრებმა მოქალაქემ განაცხადა, რომ ღამით გაზქურის ჩართვას უშედეგოდ ცდილობდა, დილით გაზის ანთება ახლიდან სცადა რასაც აფეთქება მოჰყვა. წინასწარი ინფორმაციით, მას გაზქურის ონკანი ღია დარჩა.

 

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ