შაბათი, 21 ნოემბერი, 2026
GE EN RU
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ამ მწუხარების ჟამს უკრაინა სოლიდარობას უცხადებს საქართველოსა და ქართველ ხალხს - უკრაინის საელჩო 20.11.2026 17:49

საქართველოში უკრაინის საელჩო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარებას გამოთქვამს.

 

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილშია აღნიშნული, უკრაინა სოლიდარობას უცხადებს საქართველოსა და ქართველ ხალხს.

 

„საქართველოში უკრაინის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს თბილისში, ფონიჭალის რაიონში, საცხოვრებელ სახლში ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. ვიზიარებთ ქართველი ხალხის ტკივილს ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით და ყველა დაშავებულს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ამ მწუხარების ჟამს უკრაინა სოლიდარობას უცხადებს საქართველოსა და ქართველ ხალხს", - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

 

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან სამი კლინიკებში რჩება.

 

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ