კვირა, 22 ნოემბერი, 2026
GE EN RU
22 ნოემბერი, გლოვის დღე საქართველოში - რამდენიმე საათში მთელი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაეშვება 21.11.2026 21:45

 

ტრაგედია, რომელმაც ქვეყანა შეძრა - ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შემდეგ, დაღუპულთა ოჯახების ტკივილს ყველა იზიარებს. უსინათლოთა დასახლებაში მდებარე კორპუსში, სადაც აფეთქების შედეგად 6 ადამიანი, მათ შორი ორი მცირეწლოვანი დაიღუპა, დილიდან ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ. ოჯახის წევრები, ახლობლები და მეზობლები დაღუპულებს იხსენებენ.

რამ გამოიწვია ძლიერი აფეთქება? - კითხვაზე ოფიციალური პასუხის გასაცემად, დღესაც შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და სპეციალისტები მუშაობდნენ. მიმდინარეობს მტკიცებულებების მოპოვების ეტაპი, დასრულებულია გაწმენდითი სამუშაოები.

მთელი დღის განმავლობაში, ადგილზე მეხანძრე-მაშველებიც იმყოფებოდნენ. მათ უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მოსახლეობა კორპუსში შეჰყავდათ და პირადი ნივთების გამოტანაში ეხმარებოდნენ.

22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. რამდენიმე საათში მთელი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაეშვება, დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები გაუქმდება, შეიცვლება სატელევიზიო ბადეები.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ