კვირა, 29 ნოემბერი, 2026
GE EN RU
პრემიერი - წამლის ფასებზე იქნა მიღებული კონკრეტული ზომები, რეფერენტული ფასებით მოხერხდა ძირითად მედიკამენტებზე ფასების რეგულირება 28.11.2026 22:57


წამლის ფასებზე იქნა მიღებული ძალიან მნიშვნელოვანი, კონკრეტული ზომები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში" განაცხადა. 
მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებამ ყველაზე ქმედითი ზომა გამოიყენა. 
„ხელისუფლებას რითაც შეეძლო   ამ სფეროში ჩარევა, ყველაზე ქმედითი ზომა გამოიყენა და ეს არის ე.წ. რეფერენტული ფასები, რომლითაც მოხერხდა ძირითად მედიკამენტებზე ფასების რეგულირება, დაწესდა ზღვრები, რამაც მოგვცა იმის საშუალება, რომ ინფლაციური პროცესები წამლების ნაწილში დაგვესტაბილურებინა. ერთადერთი ქმედითი ზომა, რაც შეეძლო მიეღო ხელისუფლებას ამ სფეროში, იყო სწორედ რეფერენტული ფასების დადგენა და შემოღება", - განაცხადა პრემიერმა.

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ