ოთხშაბათი, 25 ნოემბერი, 2026
GE EN RU
„თვითმკვლელობათა 2016 წლის მსოფლიო სტატისტიკა - ჩვენს მეზობლებთან შედარებით, მდგომარეობა (100 000 მცხოვრებზე) ასეთია“ 19.12.2019 23:10

დავით ზარდიაშვილის ბლოგი:

 

„ეს შემზარავი ტრაგედია, სახელმწიფოს, მისი თითოეული ინსტიტუციის და კეთილი ნების ყოველი მოქალაქის მარცხია - საუბედუროდ, ბოროტებამ 15 წლის მოზარდის სიცოცხლე გამოგვტაცა; თვითმკვლელობის ყოველი ასეთი ინდივიდუალური შემთხვევა, მიუხედავად მისი მიზეზებისა, ბოროტების გამარჯვებაა სიკეთეზე. სამწუხაროდ, სტატისტიკა შემაშფოთებელია: შსს- ს საიტზე სუიციდის შემთხვევების ზრდაა და მათი რაოდენობა უკანასკნელი წლის მონაცემებით 425 შემთხვევას უტოლდება. თუ ვივარაუდებთ, რომ საქართველოში 3, 7 მლნ ადამიანი ცხოვრობს (უკანასკნელი აღწერით ასეა) მაშინ ყოველ 100 000 მცხოვრებზე 11, 5 თვითმკვლელობის შემთხვევა მოდის.


ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ 2016 წლის მსოფლიო სტატისტიკა; ჩვენს მეზობლებთან შედარებით მდგომარეობა (100 000 მცხოვრებზე თვითმკვლელობათა რიცხვი) ასეთია:

 

საქართველო (2019 წლის მონაცემებით) - 11, 5 შემთხვევა;
სომხეთი - 5, 7;
აზერბეიჯანი - 2, 6;
რუსეთი - 26, 5 (!) ;
თურქეთი - 7, 2.

როგორც ვხედავთ, რუსეთის შემდეგ სამეზობლოში ყველაზე ცუდი მდგომარეობა გვაქვს; იმასაც ვერ ვიტყვით, რომ სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირეა გახშირებული სუიციდების მთავარი მიზეზი. მაგ.ლიეტუაში, სადაც ჩვენთან შედარებით უკეთესი მდგომარეობაა ეკონომიკურად, ეს მაჩვენებელი 25, 6-ს უტოლდება და ევროპაში სამწუხარო ლიდერობას ეს ქვეყანა 90-იანებიდან ინარჩუნებს; ძალიან მძიმე მდგომარეობაა რუსეთში, რომელიც ამ მაჩვენებლით მსოფლიო ქვეყნების სამეულშია; თუმცა, ჩვენ ჩვენი ვიდარდოთ. საუბედუროდ, ვეღარ ვამბობთ უკვე - "თავს არ მოიკლავს ქართველი, არა!..." უცებ წარმოვიდგინე - ვეფხვისტყაოსანში ავთანდილს რომ დაეგვიანა, ვაიდა ტარიელს მოესწრო ვეფხვებთან ომში სიკვდილი? მაშინ "ბოროტსა სძლია კეთილმან" და საერთოდაც, ხომ არც აღარაფერი დაიწერებოდა! როგორც ჩანს - ავთანდილი დღევანდელ საქართველოში წელიწადში სულ ცოტა 425-ჯერ უკვე იგვიანებს... ბევრია, საზარლად ბევრი ჩვენისთანა ქვეყნისთვის!“

 

 

აქვე გთავაზობთ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის სტატისტიკაზე დაყრდნობით იმ განვითარებული ქვეყნების მაჩვენებლებს, რომელსაც საქართველოსთან მიახლოებული ან მაღალი მონაცემები აქვს: 

ბელარუსი - 21,4

ბელგია -     15,7 

უნგრეთი  - 13,6 

ისლანდია - 13,3

ლატვია - 17,2 

ლიეტუა - 25,7 

პოლონეთი - 13,4

რუსეთი - 26,5 

სლოვენია - 13,3 

აშშ - 13,7

უკრაინა - 18,5 

ფინეთი - 13,8 

საფრანგეთი - 12,1 

შვეიცარია - 11,3 

შვეცია - 11,7 

ესტონეთი - 14,4 

იაპონია -  14,3  



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ