ოთხშაბათი, 25 ნოემბერი, 2026
GE EN RU
„რა თბილი გული აქვს ამ ოხერს, ბაჯაღლოა ცარიელი - მიხოო, შე ამნეზიადარტყმულო, ეს ის ცოტნეა, ციხეში რომ ჩაალპე, ხერხემალში რომ გადაამტვრიე და მერე დიდხანს სკამზე ვერ ჯდებოდა“ 20.12.2019 01:31

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკპოსტს, სადაც იგი ცოტნე გამსახურდიას გამოჯანმრთელებას უსურვებს:

 

„რა თბილი გული აქვს ამ ოხერს, ბაჯაღლოა ცარიელი, მიხოო, შე ამნეზიადარტყმულო, ეს ის ცოტნეა, ციხეში რომ ჩაალპე, ხერხემალში რომ გადაამტვრიე და რომ არა 2012 წელი, თავისუფლება არ ეღირსებოდა, მერე დიდხანს სკამზე რომ ვერ ჯდებოდა ციხის ტრამვების გამო და შენზე და ციხეზე უბედურებებს ყვებოდა ტელევიზიით! ჩვენ გვახსოვს სამაგიეროდ ყველაფერი! ცოტნეს კი ჯანმრთელობას ვუსურვებ!“, წერს ნინო ჯღარკავა.

 

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდიაზე წერს: ,,მიხარია, რომ ცოტნე გამსახურდიას სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, მთელი გულით ვუსურვებ სწრაფ გამოჯამრთელებას, ისედაც ბევრი ქარტეხილი გამოიარა ცხოვრებაში და ზოგადად ძალიან ღირსეული ადამიანია. ხოლო მასზე თავდამსხმელი დაისჯება კანონის მთელი სიმკაცრით, მას შემდეგ რაც 90-იანი წლების განუკითხაობის დამბრუნებელი ივანიშვილი მოშორდება ხელისუფლების სადავეებს და ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის ქვეყანას”.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ