სამშაბათი, 24 ნოემბერი, 2026
GE EN RU
„ვწუხვარ, რომ ის უკვე 4 კვირაა უკანონოდ არის დაკავებული ცხინვალის რეგიონში - იმედს გამოვთქვამ, რომ ის ოჯახს მალე დაუბრუნდება“ 20.12.2019 20:50

მე იმედს გამოვთქვამ, რომ ჰუმანიტარულ გამოსავალს ვიპოვით ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით, - ამის შესახებ გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირშმა დიპლომატიური კორპუსისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ვწუხვარ, რომ ის უკვე 4 კვირაა უკანონოდ არის დაკავებული ცხინვალის რეგიონში. იმედს გამოვთქვამ, რომ ის ოჯახს მალე დაუბრუნდება“, - აღნიშნა ელჩმა.

 

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა გამართა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ