20.12.2019 23:56
ყოფილი პოლიტდევნილი ბიძინა გიორგობიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტს და საზოგადოების ერთი ნაწილის რეაქციას:
„წუხელ პირადად ვნახე, თუ როგორ ფუნქციონირებს მომაკვდავი ადამიანის სიახლოვეს "ლიდერთა" და მასმედიის, ერთობლივი პოლიტიკური კლოუნადა. როგორ მოქანდნენ ერთად "ლიდერები" და კამერები, გააკეთეს განცხადებები. მორიგ ჯერზე დაზაფრეს გულშემატკივრები და დანარჩენი საქართველოც, იქვე წაიჭორავეს ერთმანეთში და წავიდნენ. მართლა სირცხვილია!“, წერს ბიძინა გიორგობიანი.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge